ბლოგი

ბლოგი

MANHEIM

MANHEIM

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოაუქციონია, რომელიც დაარსა არტურ ვოლტერსმა 1945 წელს. ყოველწლიურად, მანჰეიმის საშუალებით, 6 მილიონზე მეტი ავტომობილი იყიდება და მას 100-მდე წარმომადგენელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასტაბით. ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად ცნობილია, თუმცა ყველაზე ზუსტ ინფორმაციას ავტომობილზე სწორედ MANHEIM გვაწვდის. სხვა სადაზღვეო აუქციონებთან შედარებით, მას აქვს შეფასების უნიკალური სისტემა. ამ პლატფორმაზე შეგვიძლია შევისყიდოთ როგორც დაზიანებული, ასევე დაუზიანებელი ავტომობილები.

COPART

COPART

დაარსა ვილის ჯონსონმა 1982 წელს. მას ამერიკის მასშტაბით 200-მდე სადგომი აქვს და დაზიანებული ავტომობილებით ვაჭრობს. კომპანია აუქციონზე გამოტანილ ლოტზე და მის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხს არასდროს აგებს - შესაბამისად, სანამ მანქანას ამერიკის აუქციონზე შევიძენთ, აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცდილი ავტოექსპერტის კონსულტაცია.

IAAI

IAAI

ასევე 1982 წელს დაარსდა ტომ ობრაიების მიერ. ეს აუქციონიც საკმაოდ გავრცეულებულია მსოფლიოს მასშტაბით და იგივე სისტემა მოქმედებს რაც კოპარტზე. მანქანის მდგომარეობას აფასებთ ფოტოებით და იმ მონაცემებით, რასაც სადაზღვეო აუქციონი გვაწვდის. აღსანიშნია რომ ამ ორ აუქციონზე დაუზიანებელი მანქანის შეძენა ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და ხშირ შემთხვევაში ამგვარი ავტომობილის აღდგენა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.